მერცი
-
აშშ-მა ევროპას რუსეთის გაყინული აქტივების ნაწილის განბლოკვა და ვაშინგტონის კონტროლს ქვეშ გადაცემა შესთავაზა; ევროპელებმა უარი თქვეს
აშშ-მა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, განბლოკოს რუსეთის სუვერენული აქტივების ნაწილი და გადასცეს ტრამპის ადმინისტრაციის კონტროლს ქვეშ მყოფ სპეციალურ ფინანსურ სტრუქტურას, რათა უკრაინის შესახებ მშვიდობის მოლაპარაკებები განახლდეს. წინადადება მაიამიში 9-10 ოქტომბერს შეხვედრაზე სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა წარადგინეს. ევროპელმა დელეგატებმა კატეგორიულად უარი თქვეს, განაცხადეს, რომ აქტივების კონტროლს არ დათმობდნენ და მათ მოსკოვს არ დაუბრუნებდნენ. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ეს აქტივები ევროპაში უნდა დარჩეს გაყინული და მათ ბედს ევროპელები თვითონ გადაწყვეტენ.