ნორვეგიის ჰარალდ V
-
ტრამპის სპეცწარმომადგენლები ნორვეგიაში უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 20 ოქტომბერს უკრაინის ომის დასრულების შესახებ ახალ მოლაპარაკებებს გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის, ასევე ევროკავშირის, NATO-ს და E4 ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება. ჯარედ კუშნერი ავადმყოფობის გამო დისტანციურად შეუერთდება. მოლაპარაკებების შემდეგ ვიტკოფი რუსეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.