შენგენის ზონა
-
ფინეთი ევროკავშირს რუსი ტურისტებისთვის შენგენის ვიზების სრულად შეჩერებისკენ მოუწოდებს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ერთობლივი წერილით მიმართონ ევროკომისიას და მოითხოვონ რუსი მოქალაქეებისთვის ტურისტული შენგენის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს. ინიციატივა ხუთ კონკრეტულ ზომას მოიცავს. ესტონეთი ღიად შეუერთდა ფინეთის მოწოდებას.