Русич
-
ფინეთის სააპელაციო სასამართლომ რუსული ნეონაცისტური დაჯგუფება „რუსიჩის“ თანადამფუძნებელ ვოისლავ ტორდენს სამუდამო პატიმრობის ნაცვლად 12,5 წელი მიუსაჯა
ფინეთის ჰელსინკის სააპელაციო სასამართლომ რუსული ნეონაცისტური დაჯგუფება „რუსიჩის“ თანადამფუძნებელ ვოისლავ ტორდენს (ცნობილი როგორც იან პეტროვსკი) სამუდამო პატიმრობის ნაცვლად 12,5 წელი პატიმრობა შეუფარდა უკრაინაში 2014 წელს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. სასამართლომ უარყო მისი პასუხისმგებლობა დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მკვლელობაზე და არ ჩათვალა საომარი დანაშაულად უკრაინელი ჯარისკაცის ლოყაზე „რუსიჩის“ სიმბოლოს ამოკვეთა.