PNI Sensor
-
უკრაინის დაზვერვამ რუსული დრონის „გერან-4“ ახალი მოდიფიკაციის მონაცემები გამოაქვეყნა
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) 5 ოქტომბერს გამოაქვეყნა მონაცემები რუსული რეაქტიული დრონის „გერან-4“ განახლებული ვერსიის შესახებ. მასში გამოყენებულია რუსული წარმოების ტურბორეაქტიული ძრავა, ახალი კუმულაციურ-საჭრელი საბრძოლო ნაწილი (КРСН) ხიდებისა და ელექტროგადამცემი ბოძების დასაზიანებლად, ასევე ავტონომიური ნავიგაციის გაუმჯობესებული სისტემები.