NATO Nuclear Planning Group
ნატოს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი (NPG) არის ალიანსის უმაღლესი ორგანო, როელიც პასუხისმგებელია ბირთვულ პოლიტიკაზე და ბირთვული იარაღის გაზიარებაზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ ბირთვულ მისიებში. ყველა ნატოს წევრი მონაწილეობს, გარდა საფრანგეთისა, რომელმაც 1966 წელს დატოვა ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურა. ჯგუფს ტრადიციულად თავმჯდომარეობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, რაც ასახავს ვაშინგტონის წამყვან როლს ალიანსის ბირთვულ საქმეებში. NPG არის ფორუმი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები ევროპაში განთავსებული ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების, შენახვისა და შესაძლო გადაცემის შესახებ.
-
ლატვიის პრეზიდენტი: ქვეყანა მზადაა ბირთვული იარაღი განათავსოს, თუ NATO-მ ეს საჭიროდ მიიჩნია
ლატვიის პრეზიდენტმა ე�გარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ლატვია მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, თუ NATO-ში კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღება. მისი თქმით, ამ დროისთვის კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ლატვიის კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ ლატვია უკვე შედის NATO-ს ბირთვული დაცვის ქოლგის ქვეშ, რომელსაც აშშ და დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფენ.