Graham Law (H.R. 5334, Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026)
-
ტრამპმა „გრემის კანონით“ რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციები და ტარიფები შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 ოქტომბერს ბრძანებულება გამოსცა, რომელმაც „გრემის კანონით“ (Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026) რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების, შეზღუდვების და ტარიფების გამოყენება შეაჩერა – ზუსტად ორი დღით ადრე, სანამ კანონი ძალაში შესვლას მოასწრებდა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობით ახსნა, ხოლო კონგრესში შესაბამისი დადასტურება წარადგინა. გადაწყვეტილებას ორპარტიული კრიტიკა მოჰყვა კონგრესში, მათ შორის კანონის თანაავტორ სენატორ რიჩარდ ბლუმენტალისგან, რომელმაც ტრამპი პუტინის მიმართ „მორჩილებაში“ დაადანაშაულა.