Freya-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა
-
ევროკავშირი უკრაინას 3,3 მილიარდ ევროს გამოუყოფს რაკეტებისა და დრონებისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაენმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით 3,3 მილიარდ ევროს გამოუყოფს რაკეტებისა და დრონების შესაძინებლად. თანხა 18 სექტემბერს, პარასკევს, „Ukraine Support Loan"-ის პროგრამის ფარგლებში გადაირიცხება. ეს უკვე მეოთხე ტრანშია ამ პროგრამის თავდაცვის კომპონენტით, რომელიც 2026–2027 წლებში 90 მილიარდ ევრომდეა გათვალისწინებული.