ევროპული პოლიტიკის ცენტრი
-
ევროკომისია და უკრაინა 2026 წლის საჭიროებების დაფინანსებაზე შეთანხმდნენ; კომისია ამბობს, რომ „ფინანსური სხვაობა“ არ არსებობს
2026 წლის 1 ოქტომბერს ევროკომისიამ და უკრაინამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა 2026 წლის ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების დასაფინანსებლად საშუალებები გამონახეს და შეთანხმებული ნაბიჯები დააფიქსირეს. 2027 წელს Ukraine Support Loan-ის ფარგლებში 45 მლრდ ევროს გამოყოფაზე მუშაობა დაჩქარდება დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში. მეორე დღეს ევროკომისიის წარმომადგენელმა პაულა პინიუმ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას 2026 წლისთვის „გარე დაფინანსების სხვაობა“ არ დაუდასტურებიათ და ეს პოზიცია უკრაინული მხარის წინა კვირების განცხადებებს ეწინააღმდეგება, სადაც თავდაცვის ბიუჯენის 27 მლრდ დოლარის დეფიციტი იყო დასახელებული.