არსენალი
-
საფრანგეთი და სლოვაკეთი რუსი ოლიგარქის სანქციებიდან მოხსნას ითხოვენ — ევროკავშირის სანქციების გაგრძელება საფრთხეშია
ევროკავშირის ელჩებმა პარასკევის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული პირადი სანქციების გაგრძელებაზე. სლოვაკეთმა ბლოკავა გადაწყვეტილება და მოითხოვა ბიზნესმენების ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის სიიდან მოხსნა. Euronews-ის ცნობით, საფრანგეთიც მხოლოდ უსმანოვის მოხსნას ითხოვს, რამაც ევროკავშირის სხვა წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია. სანქციების ვადა 15 სექტემბერს იწურება.