აფრიკის კავშირი
აფრიკის კავშირი არის სამთავრობათშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის ქვეყნებს. იგი დაარსდა 2002 წელს სამხრეთ აფრიკის დურბანში, როგორც აფრიკის ერთობის ორგანიზაციის მემკვიდრე. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ადის აბებაში, ეთიოპიაში. აფრიკის კავშირის კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა მაჰმუდ ალი იუსუფი.
-
გაერო-მ Equal Earth-ის რუკა მიიღო — უკრაინამ კენჭისყრას თავი შეიკავა, რადგან რუკაზე ყირიმი გამოყოფილია
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 4 სექტემბერს მიიღო Equal Earth-ის რუკის პროექცია, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და კონტინენტების, განსაკუთრებით აფრიკის, ზომებს უფრო ზუსტად ასახავს. რეზოლუციის ინიციატორი ტოგო იყო, მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის ქვეყნებმა, ხოლო აშშ-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. უკრაინამ, ისევე როგორც სერბეთმა, ესტონეთმა, საქართველომ, ლიეტუვამ და მოლდოვამ, კენჭისყრას თავი შეიკავა, რადგან რუკაზე ოკუპირებული ყირიმი უკრაინისგან გამოყოფილია უფრო ღია ფერით, რომელიც განსხვავდება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ფერისგან.