თემა: კინო
-
უკრაინელმა ჟურავლიოვმა, რომელიც «ჩრდილოეთის ნაკადების» საქმეშია ეჭვმიტანილი, ხორვატიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
უკრაინის მოქალაქემ ვოლოდიმირ ჟურავლიოვმა, რომელსაც გერმანიის პროკურატურა «ჩრდილოეთის ნაკადების» 2022 წლის დივერსიაში მონაწილეობას ედავება, ხორვატიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. მისი ადვოკატის მიკოლა კატერინჩუკის თქმით, ჟურავლიოვი გერმანიაში სამართლიან სასამართლოს არ ელოდება, თუმცა თავშესაფრის მოთხოვნა ექსტრადიციის პროცესს ავტომატურად არ აჩერებს. პულის რაიონულმა სასამართლომ მისი გერმანიაში ექსტრადიცია უკვე დაუშვა და დაცვა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.