ვალერი კაზაკი
-
რუსეთის სამხედროებმა, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს ზაპოროჟიეს მიმართულებით
უკრაინის «Південь» (სამხრეთ) სამხედრო დაჯგუფების პრესსპიკერმა მაქსიმ კრავჩუკმა «უკრაინსკა პრავდას» განუცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა გულიაიპოლეს მიმართულებით (ზაპოროჟიეს ოლქი) ტყვედ ჩავარდნილი ორი უკრაინელი ჯარისკაცი სავარაუდოდ მოკლეს. მტკიცებულებად წარმოდგენილია რუსი სამხედროების მოსმენილი ბრძანებები და უპილოტო საფრენი აპარატიდან გადაღებული ვიდეო. საქმეზე გამოძიება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.