Tomas Regnier
-
ევროკომისია SAFE-ის დარჩენილი სახსრებით უკრაინასთან ერთობლივ პროექტებს დააფინანსებს
ევროკომისიის პრესსპიკერმა ტომას რენიემ ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირი SAFE-ის პროგრამის დარჩენილი სახსრებიდან უკრაინასთან ერთობლივი პროექტების ახალ პროგრამას დაიწყებს. ხელმისაწვდომი თანხა მინიმუმ 10 მილიარდ ევროს შეადგენს, საბოლოო ოდენობა კი დარჩენილი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებაზეა დამოკიდებული. პარალელურად, ევროკავშირი უკრაინისთვის თავდაცვის მიზნებისთვის 3,3 მილიარდ ევროს გამოყოფს.