შტეფან ტუმანი
-
რუსეთი აძლიერებს მცდელობებს ევროპელი თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელების მოსაკლავად — Financial Times
დასავლური სადაზვერო სამსახურები ევროპული თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს აფრთხილებენ, რომ რუსეთი მათი მოკლვის მცდელობებს აძლიერებს. Financial Times-ის ცნობით, ხუთი ევროპული სპეცსამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, კრემლმა გასცა ბრძანება ევროპაში დივერსიული და „ჰიბრიდული“ ოპერაციების გაფართოების შესახებ, ხოლო ამ ოპერაციებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) ორგანიზებული დანაშაულის ქსელებთან თანამშრომლობით ახორციელებს. მიზანში მოხვდებიან არა მხოლოდ დიდი კომპანიების, არამედ მცირე ფირმების ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებით დრონების მწარმოებლები.