რობ იეტენი
-
ფინეთი უკრაინას F-16-ისთვის საბრძოლო მასალას მომდევნო დღეებში გადასცემს — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის საბრძოლო მასალას მომდევნო დღეებში გადასცემს. ზელენსკის თქმით, ამჟამად სწორედ F-16-ის საბრძოლო მასალა იძლევა რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოგდების შესაძლებლობას.