ოლეგ სლიზკო
-
პოლტავის რაიონის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი: სეზონის შემდეგ უკრაინის ფერმერთა 20%-მდე შეიძლება საქმიანობა შეწყვიტოს
პოლტავის რაიონის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოლეგ სლიზკომ განაცხადა, რომ უკრაინის ფერმერთა 20%-მდე შეიძლება მიმდინარე სეზონის შემდეგ საქმიანობას თავი დაანებოს. მიზეზებად მან მარცვლეულისა და მზესუმზირის შესყიდვის ფასების ვარდნა, საწვავის გაძვირება და ექსპორტის პრობლემები დაასახელა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აგრარული პროდუქციის ექსპორტი უნდა აიღოს კონტროლში.