Nana Sajaia
-
ბუდანოვი: უკრაინას სჭირდება Starlink-ზე გაფართოებული წვდომა და Patriot-ის რაკეტები
უკრაინის საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა Newsforce-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება Starlink-ისა და Starshield-ის სატელიტური კავშირის გაფართოებული შესაძლებლობები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტები რუსული სარაკეტო კომპლექსების წინააღმდეგ. ინტერვიუს ფრაგმენტი 27 სექტემბერს ბუდანოვმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა.