Ireneusz Nowak
-
პოლონეთი 1 ოქტომბრიდან ამარტივებს უცხოური საჰაერო ობიექტების გამოვლენის და ჩამოგდების წესებს
პოლონეთი 1 ოქტომბრიდან ამარტივებს პროცედურებს თავის საჰაერო სივრცეში უცხოური საჰაერო ობიექტების გამოვლენისა და ჩამოგდებისთვის. ახალი წესებით, ვიზუალური იდენტიფიკაციის ჩანაცვლება ხდება „პოზიტიური იდენტიფიკაციით", რომელიც რადარების და სხვა სისტემების მონაცემებს ეფუძნება, მათ შორის უკრაინისგან მიღებულ ინფორმაციას. ცვლილებები მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების დროს.