დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი რუსი პოლიტიკოსია, რომელიც 2008-დან 2012 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 2012-დან 2020 წლამდე — პრემიერ-მინისტრი. ადრე ხელმძღვანელობდა საპრეზიდენტო ადმინისტრაციას. 2008 წლიდან ხელმძღვანელობს მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“. ფართოდ არის ცნობილი თავისი ხმამაღალი, ხშირად აგრესიული საჯარო განცხადებებით, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
-
მედვედევმა „ერთიანი რუსეთის" სახელით გამოაცხადა უკრაინაში გაჭიანურებული ომის ერთგულება
„ერთიანი რუსეთის" პარტიის თავმჯდომარემ და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გაზეთ „ვედომოსტისთვის" მიცემულ ინტერიუში პარტიის სახელით დაადასტურა უკრაინაში გაჭიანურებული ომის კურსი, რუსული საზოგადოების გრძელვადიანი მილიტარიზაცია და მოქალაქეებისგან მზარდი ეკონომიკური მსხვერპლის მოთხოვნა. ISW-ის შეფასებით, ეს განცხადება „ერთიან რუსეთს" ომისა და ულტრანაციონალიზმის არაფორმალური სახელმწიფო იდეოლოგიის ლიდერად აყალიბებს.