Dmitry Lytvyn
-
ზელენსკი: აშშ-მა სამმხრივი შეხვედრის ჩატარება გაერთიანებულ საამიროებში შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის მხარემ უკრაინა-აშშ-რუსეთის ფორმატში სამმხრივი შეხვედრის ჩატარება ტექნიკურ დონეზე შესთავაზა და როგორც ადგილი გაერთიანებული საამიროები დაასახელა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ თქვა, რომ კიევი მზადაა მოლაპაქვაკებისთვის, თუმცა რუსეთის მზადყოფნის ნიშნებს ვერ ხედავს. კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაუდასტურა, რომ შესაბამისი კონტაქტები მიმდინარეობს.