Армін Паппергер
არმინ პაპერგერი გერმანელი ინდუსტრიალისტია, რაინმეტალის — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საბრძოლო და სამხედრო მოწყობილობების მწარმოებლის — სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. იგი კომპანიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და ცენტრალური ფიგურაა იარაღის წარმოების გაფართოებაში, მათ შორის უკრაინის მომარაგებაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
-
რუსეთი აძლიერებს მცდელობებს ევროპელი თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელების მოსაკლავად — Financial Times
დასავლური სადაზვერო სამსახურები ევროპული თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს აფრთხილებენ, რომ რუსეთი მათი მოკლვის მცდელობებს აძლიერებს. Financial Times-ის ცნობით, ხუთი ევროპული სპეცსამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, კრემლმა გასცა ბრძანება ევროპაში დივერსიული და „ჰიბრიდული“ ოპერაციების გაფართოების შესახებ, ხოლო ამ ოპერაციებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) ორგანიზებული დანაშაულის ქსელებთან თანამშრომლობით ახორციელებს. მიზანში მოხვდებიან არა მხოლოდ დიდი კომპანიების, არამედ მცირე ფირმების ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებით დრონების მწარმოებლები.