Andriy Cherniak
-
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ჩრდილოეთკორეული რაკეტის კომპონენტები იაპონიის პარლამენტის დელეგაციას აჩვენა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ (ГУР/HUR) კიევში ვიზიტად მყოფ იაპონიის პარლამენტის დელეგაციას, რომელსაც პალატის სპიკერი ეისუკე მორი ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტის კომპონენტები გამოუფინა. ГУР-მა განაცხადა, რომ მოსკოვ-ფხენიანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ იაპონიასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა სახელმწიფოებს.