ზაპორიჟიის საოლქო თავდაცვის საბჭო
-
რუსულმა კაბ-ბომბებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაარტია — დაღუპულია მინიმუმ 17 ადამიანი
რუსეთის ძალებმა 10 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეში ხუთი მართვადი საავიაციო ბომბი (კაბი) ჩააგდეს საცხოვრებელ კორპუსებზე. დაინგრა ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო. უკრაინის საგანგებო სამსახურის მოგვიანებითი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, მათ შორის სამი ბავშვია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდასხმა რუსეთის „მადლიერებად“ შეაფასა ამერიკის სანქციების მოხსნისთვის. 11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა.