ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი ევროკავშირის პირდაპირ მონაწილეობრივი საარჩევნო პრინციპით არჩეული საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ის ევროკავშირის კანონმდებლობას იღებს, აკონტროლებს ბიუჯეტს და დემოკრატიულ ზედამხედველობას ახორციელებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებზე. მისი ოფიციალური რეზიდენცია სტრასბურგში მდებარეობს, დამატებითი შენობები კი ბრიუსელსა და ლუქსემბურგში აქვს.
-
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ ოლეშკის მოსახლეობის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ 20 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში გამოცხადებული შიმშილობით საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა. მან მოითხოვა დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია. 21 ოქტომბრის დილისთვის მის ინიციატივას 277 ადამიანი შეუერთდა.