გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო
-
ნოემბერში პოლონეთში „ნებამოსილი კოალიციის“ სამხედრო წვრთნები გაიმართება
ნოემბერში პოლონეთში „ნებამოსილი კოალიციის" წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნები ჩატარდება, რომლებშიც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის სამხედროები მონაწილეობენ. მინიმუმ 1 500 ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების სცენარს გამართავს. წვრთნები პირველად მომზადების ხასიათს ატარებს ომისშემდგომი პერიოდისთვის და მათ შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ვეს სტრიტინგმა პენტაგონში აშშ-ის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.