ტავრიის სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტი
-
ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელს ივან ფედოროვს აღდგენის სააგენტოს ხელმძღვანელობა შესთავაზა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ივან ფედოროვს სახელმწიფო აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობა შესთავაზა. ფედოროვმა ამის შესახებ 3 სექტემბერს, ადმინისტრაციაში 1000-დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი პოზიცია ორი მიმართულების — სააგენტოს ხელმძღვანელობისა და ზაპოროჟიეს საოლქო თავდაცვის საბჭოს თანათავჯდომალეობის — გაერთიანებას ნიშნავს. მისი გათავისუფლების თუ დანიშვნის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ არის.