თავდაცვის ძალები
-
რუსეთმა უკრაინას სამი ბალისტიკური რაკეტითა და 148 დრონით შეუტია; კრივი რიჰში ორი ადამიანი დაიღუპა
20 ნოემბრის საღამოდან 21 ნოემბრის დილამდე რუსეთმა უკრაინას სამი ბალისტიკური რაკეტითა და 148 დამრტყმელი დრონით შეუტია. დილის 08:00 საათისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 117 დრონი ჩამოაგდო ან ჩაახშო. კრივი რიჰზე დარტყმების შედეგად, გავრცელებული ცნობებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა.