სპეცრაზმი ტიმური
-
უკრაინის სამხედრო დაზვერვის „ტიმურის სპეცდანაყოფმა“ რუსი სპეცრაზმელების ორი ჯგუფი გაანეიტრალა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის (HUR) „სპეცდანაყოფ ტიმურის" ოპერატორებმა ზაპორიჟიის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს 10-ე ცალკეული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სამხედროების ორი ჯგუფი გაანეიტრალეს და ერთი ტყვედ აიყვანეს. ვიდეო მასალა 11 ოქტომბერს HUR-მა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. რადიო თავისუფლებამ განაცხადა, რომ ვერ ახერხებს ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას.