ფედერალური დაცვის სამსახური (BfV)
ფედერალური სახელმწიფო კონსტიტუციის დაცვის უწყება (Bundesamt für Verfassungsschutz, BfV) არის გერმანიის ფედერალური შიდა დაზვერვის სამსახური, რომელიც ექვემდებარება ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ის პასუხისმგებელია კონტრდაზვერვაზე და ისეთი საქმიანობის მონიტორინგზე, რომელიც ანტიკონსტიტუციურ�ად მიიჩნევა, მათ შორის უცხოური დაზვერვის სამსახურების, ექსტრემისტული ჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობისა. მისი შტაბ-ბინა კელნში მდებარეობს. უწყებას ხელმძღვანელობს ჰოლგერ მიუნხი.
-
რუსეთი აძლიერებს მცდელობებს ევროპელი თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელების მოსაკლავად — Financial Times
დასავლური სადაზვერო სამსახურები ევროპული თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს აფრთხილებენ, რომ რუსეთი მათი მოკლვის მცდელობებს აძლიერებს. Financial Times-ის ცნობით, ხუთი ევროპული სპეცსამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, კრემლმა გასცა ბრძანება ევროპაში დივერსიული და „ჰიბრიდული“ ოპერაციების გაფართოების შესახებ, ხოლო ამ ოპერაციებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) ორგანიზებული დანაშაულის ქსელებთან თანამშრომლობით ახორციელებს. მიზანში მოხვდებიან არა მხოლოდ დიდი კომპანიების, არამედ მცირე ფირმების ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებით დრონების მწარმოებლები.