Rotes Rathaus
-
ბერლინში მარში ოკუპირებულ ოლეშკის მოსახლეობის დასახმარებლად; კრემლი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს
ბერლინში უკრაინული სამოქალაქო მოძრაობა Vitsche Berlin-ის მიერ ორგანიზებული მარში გაიმართა ჰერსონის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ყურადღების მისაქცევად. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღიარა ქალაქში „კრიტიკული სიტუაციის“ არსებობა, თუმცა პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებულმა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრმა ეს პროპაგანდისტულ მცდელობად შეაფასა.