RCB
-
პოლონეთმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო ავიაცია აფრინა; ზელენსკი ამბობს, რომ კიევმა გაფრთხილება არ მიიღო
ღამით რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო პოლონეთის უსაფრთხოების ცენტრმა (RCB) ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განგაში გამოაცხადა და სამხედრო ავიაცია აფრინა. განგაში მოგვიანებით მოიხსნა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სკოლა, მეტროს სადგური და სამედიცინო დაწესებულებები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია.