QW-18A
-
რუსმა მობილურმა საჰაერო თავდაცვის ჯგუფებმა, სავარაუდოდ, ჩინური QW-18/19 MANPADS-ები გამოიყენეს
რუსეთის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის მობილური ცეცხლის ჯგუფების შეიარაღებაში როსტოვის ოლქში გამართულ წვრთნებზე დაფიქსირდა ჩინური წარმოების QW-18/19 ტიპის პორტატიული საზენიტო რაკეტული სისტემები (MANPADS), რომელსაც რუსი სამხედროები „ივად“ (Ива) იცნობენ. გამშვები მოწყობილობები არ ატარებს არანაირ მარკირებას, რაც, სავარაუდოდ, წარმოშობის ქვეყნის დამალვის მცდელობაზე მიუთითებს. ფოტოანალიზის თანახმად, სისტემა უფრო მეტად ჩინურ ნიმუშებთან არის მსგავსი, თუმცა ვერ დგინდება ზუსტად, QW-18 იყო თუ QW-19. არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთს ეს სისტემები ირანის მეშვეობით შესაძლოა მიეღო, რომელიც თავად ყიდულობს ჩინურ MANPADS-ებს.