Police and Border Guard Board
პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის სამსახური (Politsei- ja Piirivalveamet, PPA) არის ესტონეთის სახელმწიფო უწყება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში აერთიანებს პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის ფუნქციებს. იგი პასუხისმგებელია ქვეყნის გარე საზღვრების დაცვაზე და საზოგადოებრივი წესრიგისა და შიდა უშიშროების უზრუნველყოფაზე. უწყების შტაბ-ბინა ტალინში მდებარეობს.
-
ესტონეთი მზადაა რუსეთთან საზღვარი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე დახუროს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიჰალმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, ესტონეთი საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვისთვის მზადაა. განცხადება მთავრობის პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან ერთად გააკეთა, მას შემდეგ, რაც მთავრობის დოკუმენტთა რეესტრში ფაილი გამოჩნდა სახელწოდებით „კაბინეტის მემო: რუსეთის ფედერაციის მობილიზაცია".