Poland's Ministry of Defense
-
ვაშინგტონში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გადაიდო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის პენტაგონში 23 სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი ამერიკული მხარის თხოვნით გადაიდო. ვაშინგტონში მის ნაცვლად მინისტრის მოადგილეები — მაგდალენა სობკოვიაკი და პაველ ზალევსკი — გაემგზავრებიან. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადადება ნატო-ს შტაბების უფროსების შეხვედრის შემდეგ ალიანსის ქვეყნებისთვის ახალი უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობას უკავშირდება.