Nansen Support Programme for Ukraine
-
ნორვეგია 2027 წლისთვის უკრაინისთვის 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გორ სტიორემ გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნორვეგია 2027 წლისთვის უკრაინის მხარდაჭერისთვის 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი) გამოყოფს. თანხის უმეტესი ნაწილი სამხედრო დახმარებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვას მიემართება.