გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტრო
-
აშშ-ისა და რუსეთის ჩინოვნიკები ნორდ სტრიმის აღდგენაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ამერიკის შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელი ჯარედ კუშნერი და პუტინის მრჩეველი კირილ დმიტრიევი მოსკოვსა და ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ნორდ სტრიმის გაზსადენების აღდგენაში ამერიკული ინვესტორის ჩართვის საკითხს განიხილავდნენ. თეთრი სახლი უარყოფს, რომ ბოლო დროს კონკრეტულად ნორდ სტრიმზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ხოლო გერმანია წინააღმდეგია გაზსადენის მუშაობის განახლებისა.