Millennial Spirit
-
რუსულმა დრონებმა ოდესის ოლქის პორტში სამძებრო-სამაშველო ბუქსირი „საპფირი“ დააზიანა
რუსულმა დრონებმა 13 სექტემბერს ოდესის ოლქის ერთ-ერთ პორტში სამოქალაქო სამძებრო-სამაშველო ბუქსირი „საპფირი“ დააზიანეს. უკრაინის აღდგენის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ თავდასხმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული და საზღვაო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ინფორმაციას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) და საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემს.