ლუბლინის სავოევოდო პოლიცია
-
პოლონეთში ლუბლინის სამხრეთით უცნობი ობიექტის ძებნა მიმდინარეობს; რუმინეთმა შავ ზღვაში ორი დრონი ჩამოაგდო
პოლონეთის შეიარაღებული ძალების საოპერაციო სარდლობის ცნობით, 18 ოქტომბრის ღამეს შესაძლოა უცნობმა ობიექტმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ლუბლინის სამხრეთით საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც პოლიცია, სამხედრო ჟანდარმერია და ტერიტორიული თავდაცვის ძალები მონაწილეობენ. საჰაერო სივრცის დარღვევა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის. 17 ოქტომბრის საღამოს რუმინეთის F-16-ებმა შავ ზღვაში ორი დრონი ჩამოაგდო, ხოლო იმავე დილით ლიტვასა და ლატვიაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.