კორპუსი „ქარტია“
-
გენშტაბი: გასულ დღეს ფრონტზე 240 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, ყველაზე მეტი პოკროვსკის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 4 სექტემბრის დილის მონაცემებით იუწყება, რომ გასულ დღეს (3 სექტემბერი) ფრონტზე 240 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 100 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, 294 მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, 10 334 კამიკაძე-დრონი გამოიყენეს და 3 048 ჭურვი ესროლეს უკრაინის დასახლებულ პუნქტებსა და პოზიციებზე. ყველაზე მეტი – 38 – რუსული შეტევა პოკროვსკის მიმართულებით მოგერიებული იქნა.