GTG-20006
-
Anthropic-ის ანგარიში: რუსულ ჰაკერულ ჯგუფს Midnight Blizzard ხელოვნური ინტელექტი Claude Code გამოუყენებია უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევების ავტომატიზაციისთვის
კომპანია Anthropic-მა ანგარიშში დააფიქსირა, რომ კიბერჯგუფი GTG-20006, რომელიც მკვლევარებმა რუსულ APT-ჯგუფ Midnight Blizzard-ს (APT29/Cozy Bear) დაუკავშირეს, მის საკუთარ AI-ინსტრუმენტ Claude Code-ს იყენებდა უკრაინის, ევროპის ქვეყნების, დიპლომატიური და თავდაცვითი ორგანიზაციების, აშშ-ს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პირების, ასევე სამხედრო დრონების მწარმოებლებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის წინააღმდეგ მიმართული შეტევების ავტომატიზაციისთვის. ჯგუფი 2025 წლის დეკემრიდან 2026 წლის აგვისტომდე 20-ზე მეტ ორგანიზაციას დაესხნო.