CHP-4 (TEC-4)
-
რუსეთმა 13-14 ოქტომბრის ღამეს კიევსა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო-დრონული იერიში მიიტანა
13-14 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 167 საჰაერო საშუალების - 39 ბალისტიკური რაკეტისა და 128 სარაკეტო დრონისგან შემდგარი კომბინირებული იერიში განახორციელა. ძირითადი სამიზნეები კიევი, კიევისა და ხარკივის ოლქები იყო. კიევში დაზარალდა ТЕЦ-4 და საცხოვრებელი კორპუსი დესნიანსკის რაიონში; დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი. იერიში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ზავიდან“ ორი დღის შემდეგ განხორციელდა, დაგვიანებით აღმოჩენილი ბალისტიკური რაკეტებით ხასიათდებოდა - პარტნიორებმა პირველი ტალღის შესახებ გაფრთხილება არ გაუგზავნეს.