APTS „Grenader"
-
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების რამდენიმე სამხედრო ობიექტზე დაარტყეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 სექტემბერს და 4 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაარტყეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. დაზარალებულ ობიექტებს შორისაა დონეცკის ტერიტორიაზე სარაკეტო დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ბაზა, სარდლო პუნქტები ფედორივკასა და პეტრივკაში, რადარული სადგური ბრიანსკის ოლქში, ტექნიკური დაზვერვის საშუალებები ოკუპირებულ ყირიმში, MESH ქსელის რეტრანსლატორი კურსკის ოლქში და საწვავ-საპოხი მასალების ბაზა ლუჰანსკის ოლქში. მიყენებული ზარალის მასშტაბი ზუსტდება.