93-ე მექანიზებული ბრიგადა
-
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას PURL-ის შეჩერებით და დაზვერვის გაზიარების შეწყვეტით ემუქრება
ფინანსური ტაიმსის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას უკრაინის და ევროპის დედაქალაქებს ურეკავდნენ და კიევს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში PURL-ის მექანიზმით იარაღის მიწოდების და დაზვერვის გაზიარების შეჩერებით ემუქრებოდნენ. იმავე კვირას ტრამმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა „დაუყოვნებელ ენერგეტიკულ ზავს“ მიაღწიეს — რაც, კიევისა და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, მათთვის მოულოდნელი იყო და რუსეთი იმავე დღეს ჰარკოვის თბოელექტროსადგურზე (ТЕЦ-5) იერიშით დაარღვია.