425-ე შტურმული პოლკი „სკელა"
-
Texty.org.ua: რუსეთის შეჭრის ტემპი შეჩერდა, დანაკარგები კი რეკორდულად იზრდება
უკრაინულმა გამოცემა Texty.org.ua-მ 2026 წლის აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ანალიზი, რომლის თანახმადაც, რუსეთის წინსვლა ფრონტზე პრაქტიკულად შეჩერდა, ხოლო რუსული ჯარების დანაკარგები მკვეთრად იზრდება. გამოცემა ამ ტენდენციას „გამარჯვებისკენ მიმართულებად" აფასებს და მას ახალ სამხედრო ხელმძღვანელობას, კადრულ ცვლილებებსა და აგვისტოს დასაწყისში განხორციელებულ ადგილობრივ კონტრშეტევას უკავშირებს.