კით კელოგი
კიტ კელოგი აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი და დიპლომატია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია როგორც აშშ-ის სპეციალური ელჩი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამ როლში ის შუამავლობს ვაშინგტონსა და კონფლიქტის მხარეებს შორის და კოორდინაციას უწევს თეთრი სახლის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამერიკის არმიიდან გადამდგარმა კელოგმა მოგვიანებით იმსახურა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ეროვნური უსაფრთხოების მრჩევლად და იყო Fox News-ის კომენტატორი. შემდეგ იგი გახდა არიზონის შტატის უნივერსიტეტთან არსებული მაკ-კეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
-
ყოფილმა აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა კელოგმა უკრაინას რუსეთში სამიზნეებზე დარტყმის თავისუფლებისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმის თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ტრამპის მოწოდებას, რომ კიევმა რუსეთის ნავთობგადამუშავების ქარხნებზე საჰაერო იერიშები შეწყვიტოს.