ფინანსურ სანქციებთან ბრძოლის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი
Office of Foreign Assets Control (OFAC) ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სააგენტოა, რომელიც ახორციელებს და აკონტროლებს ეკონომიკურ სანქციებსა და სავაჭრო ემბარგოებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში. ის მართავს საჯაროდ ხელმისაწვდომ Specially Designated Nationals (SDN) სიას, რომლითაც პირის ან ორგანიზაციის აქტივები ამერიკული იურისდიქციის ფარგლებში იბლოკება და ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი ტრანზაქცია. OFAC მოქმედებს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებისა და კონგრესის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე და გასცემს ლიცენზიებს, რომლებიც განსაზღვრავს გამონაკლისებს მის მიერ ადმინისტრირებულ სანქციების რეჟიმებში.
-
ტრამპმა „გრემის კანონით“ რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციები და ტარიფები შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 16 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, რომელმაც „გრემის კანონით“ (Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026) რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების, შეზღუდვებისა და ტარიფების გამოყენება შეაჩერა. ტრამპმა კონგრესს წარუდგინა დასტური, რომ ამ ეტაპზე სანქციებისგან თავის არიდება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილება „სანქციურ ბლექაუტად“ მონათლა, ხოლო კანონის თანაავტორმა სენატორმა რიჩარდ ბლიუმენტალმა ტრამპი „სისხლიანი ტირანის“ მხარედ დაადანაშაულა.