ამერიკის ეროვნული გეოსივრცულ-სადაზვერვო სააგენტო
National Geospatial-Intelligence Agency (NGA) აშშ თავდაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მხარდაჭერის სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია გეოსივრცულ დაზვერვაზე — საჰაერო და თანამგზავრული გამოსახულებების, მონაცემებისა და გეოსივრცული ინფორმაციის ანალიზზე — ეროვნული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. მისი შტაბ-ბინა ვირჯინიის შტატის სპრინგფილდში მდებარეობს. NGA გეოსივრცულ დაზვერვას აწვდის აშშ-ის სამხედრო, დაზვერვით და სამოქალაქო დაწესებულებებს და მხარს უჭერს მოკავშირეებისა და პარტნიორების ოპერაციებს.
-
ბარო: უკრაინისთვის მიწოდებული დაზვერვითი მონაცემების ორი მესამედი ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან მოდის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამჟამად მიწოდებული დაზვერვითი ინფორმაციის ორი მესამედი ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან მოდის. მან აღნიშნა, რომ ევროპა დიდი ხანია უკრაინის მთავარი მხარდამჭერია და რუსეთზე ყველაზე დიდ ზეწოლას ახორციელებს, ხოლო აშშ-ის მხარდაჭერის შეჩერების შესახებ პროგნოზები ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით ოცჯერ გაკეთდა.