Joint Grouping of Forces
-
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო-დრონული თავდასხმების კამპანია დაიწყო
16 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების კამპანია დაიწყეს. 17 ოქტომბრის ღამეს და დილით რუსულმა ძალებმა 10 ოლქში ენერგოობიექტებს შეუტიეს, პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, 15-ზე მეტი ელექტროგენერაციისა და გადაცემის ობიექტი დაზიანდა. თავდასხმები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ე.წ. „ენერგეტიკული ზავის" ფონზე.