Генеральный штаб Вооружённых сил РФ
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო სარდლობის ორგანო, რომელიც პირდაპირ ექვემნება უმაღლეს მთავარსარდალს. მას ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი — ამჟამად ვალერი გერასიმოვი, რომელიც ამავე დროს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა. გენერალური შტაბი პასუხისმგებელია შეიარაღებული ძალების შტოებისა და სახეობების სტრატეგიულ დაგეგმვაზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობაზე, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მთლიან მომზადებასა და გამოყენებაზე.
-
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო-დრონული თავდასხმების კამპანია დაიწყო
16 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების კამპანია დაიწყეს. 17 ოქტომბრის ღამეს და დილით რუსულმა ძალებმა 10 ოლქში ენერგოობიექტებს შეუტიეს, პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, 15-ზე მეტი ელექტროგენერაციისა და გადაცემის ობიექტი დაზიანდა. თავდასხმები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ე.წ. „ენერგეტიკული ზავის" ფონზე.